პერესი ბეილს: "შეგიძლია ბარსელონაშიც კი წახვიდე"

18-05-2019, 23:16

მადრიდის "რეალს" რომ გარეთ ბეილის გაყიდვა სურს, ეს ამბავი არახალია. ესპანურმა გამოცემებმა ამ თემასთან დაკავშირებით სენსაციური ინფორმაცია გაავრცელეს.

წყაროს ცნობით, უელსელი ფეხბურთელის აგენტი, ჯონათან ბარნეტი კლუბის პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს ესაუბრა, რომელმაც განუცხადა, რომ "რეალს" გარეთის მოშორება სურს.

როგორც ცნობილია, პერესმა პირდაპირ უთხრა, რომ მას ბეილის შეუძლია სადაც უნდა იქ წავიდეს, თუნდაც კატალონიის "ბარსელონაშიც" კი.

შეგახსენებთ, რომ ბეილის სატრანსფერო ფასი 80 მილიონი ევროა, თუმცა, მისი მაღალი ანაზღაურების გამო მსურველთა რაოდენობა არცთუ დიდია.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით