400 მილიონი მზადაა, მადრიდის "რეალის" დაუჯერებელი სატრანსფერო გეგმა

18-05-2019, 23:29

როგორც ჩანს, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მადრიდის "რეალი" არაერთ სუპერვარსკვლავს დაიმატებს.

ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, ზინედინ ზიდანს კლუბი ტრანსფერებისთვის 200 მილიონ ევროს გამოუყოფს.

გარდა ამისა, "თეთრების" რიგებს ზაფხულში დაახლოებით 10 ფეხბურთელი დატოვებს, საიდანაც კიდევ 200 მილიონზე მეტი შემოსავალი იგეგმება. რაც იმას ნიშნავს, რომ ზიდანს ზაფხულში დაახლოებით 400 მილიონი ევრო ექნება, ფეხბურთელების დასამატებლად.

შეგახსენებთ, რომ "რეალმა" უკვე შეიძინა ედერ მილიტაო და როდრიგო. გარდა ამისა, ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ თეთრ მაისურს ედენ აზარი და ლუკა იოვიჩიც მოირგებენ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით