პეპ გვარდიოლა: "ინგლისური ტრიპლეტის მოგება, ჩემპიონთა ლიგის ტიტულის მოპოვებაზე რთულია"

19-05-2019, 01:23

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა, მიმდინარე სეზონში მისი კლუბის მიღწევებზე საუბრობს:

"დიახ, შესაძლოა ამაში ბევრი არ დამეთანხმოს, მაგრამ ინგლისური ტრიპლეტის, ანუ ლიგის, პრემიერ ლიგისა და ასოციაციის თასების ტიტულების დაუფლება ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ჩემპიონთა ლიგის მოგება."

"წელს ჩვენ ისეთი რამის გაკეთება მოვახერხეთ, რაც აქამდე ისტორიაში ვერავინ შეძლო, ეს უდიდესი წარმატებაა."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა გუნდმა, "FA Cup-ის" ფინალში, "უოტფორდი" დაამარცხა ანგარიშით 6:0.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორია: "ქეცბაიამ თავისი გეგმა გამანდო"

დაგვიმეგობრდით