"იუვენტუსი" მაურისიო პოჩეტინოს უმიზნებს ?!

19-05-2019, 01:39

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ტურინის "იუვენტუსმა", იტალიელი მასიმილიანო ალეგრის განთავისუფლების შემდეგ, ახალ თავკაცზე ფიქრი უკვე დაიწყო.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო დროს, "სერია ა-ს" ჩემპიონების რადარზე, ლონდონის "ტოტენჰემის" არგენტინელი სპეციალისტი, მაურისიო პოჩეტინო გამოჩნდა, რომელმაც მისი გუნდი, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა.

ცნობების მიხედვით, თუ ინგლისელები ევროპული ტურნირის ტიტულის მოპოვებას ვერ მოახერხებენ, მაშინ პაველ ნედვედის ხელმძღვანელობის გუნდის შანსები, ერთიორად გაიზრდება.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა გრანდმა, ალეგრის გაშვების გადაწყვეტილება, იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურის წინ მიიღო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით