"ლივერპული" მემფის დეპაის ტრანსფერს უახლოვდება !

19-05-2019, 12:08

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მერსესაიდულმა "ლივერპულმა", ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში მთავარი სამიზნე, უკვე ამოარჩია.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "სქაუზერებმა" რამდენიმე დღის წინ, ლიონში სკაუტები გაგზავნეს, რომლებსაც "ოლიმპიკ ლიონის" ჰოლანდიელი შემტევის, მემფის დეპაის აღწერა უნდა შეედგინათ.

ცნობების მიხედვით, თუ ფრანგული კლუბი 25 წლის თავდამსხმელის სანაცვლოდ 50 მილიონი გირვანქით კმაყოფილი იქნება, მაშინ იურგენ კლოპი ამ ტრანსფერის განხორციელებას, უმალვე ეცდება.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა ფეხბურთელმა, მიმდინარე სეზონის ლიგა 1-ში ჩატარებულ 35 შეხვედრაში, 10 გოლის გატანა და 9 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით