კევინ დე ბრუინი: "ტრავმების გამო მენტალურად განადგურებული ვიყავი"

19-05-2019, 12:35

"მანჩესტერ სიტის" ბელგიელი ნახევარმცველი, კევინ დე ბრუინი, მიმდინარე სეზონზე საუბრობს:

"უნდა ვაღიარო, რომ მე-2 ტრავმის შემდეგ, მენტალურად განადგურებული ვიყავი, თამაშის სურვილი აღარ მქონდა და მეგონა ყველაფერი ამით დასრულდებოდა, რადგანაც რამდენჯერაც ფორმაში შევედი, იმდენჯერ დავზიანდი."

"უოტფორდის" წინააღმდეგ ფინალში ჩემმა პერფორმანსმა თავდაჯერებულობა დამიბრუნა, გამახსენდა თუ რა დონის მოთამაშე ვიყავი და მზად ვარ მომდევნო წელს საკუთარი შესაძლებლობები, ყველას ხელახლა დავუმტკიცო."

შეგახსენებთ, რომ "FA Cup-ის" ფინალურ დაპირისპირებაში, ზემოთ ხსენებული 27 წლის ფეხბურთელი, 32 წუთში, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორია: "ქეცბაიამ თავისი გეგმა გამანდო"

დაგვიმეგობრდით