"რომა" შესაძლოა ბიელსამ ჩაიბაროს

19-05-2019, 16:36

იტალიური "რომას" მთავარ მწვრთნელად მომავალი სეზონიდან, შესაძლოა, არგენტინელი სპეციალისტი, მარსელო ბიელსა მოგვევლინოს.

ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, დედაქალაქელთა ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა კლაუდიო რანიერის მუშაობით და მის შეცვლას გეგმავს.

წყაროს ცნობით, რომაელები უკვე ესაუბრნენ ბიელსას და მისგან თანხმობაც მიიღეს. შესაბამისად, "ლიდსის" თავკაცი სეზონის დასრულების შემდგომ იტალიაში გადაბარგდება.

შეგახსენებთ, რომ "რომა" ამჟამად სერია ა-ში მე-5 ადგილს იკავებს და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსი ფაქტობრივად დაკარგული აქვს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორია: "ქეცბაიამ თავისი გეგმა გამანდო"

დაგვიმეგობრდით