რანიერი: "რომას" ლიგაზე მალე დაბრუნება გაუჭირდება"

19-05-2019, 19:11

იტალიური "რომას" მთავარმა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ მედიის წარმომადგენლებთან გუნდის მომავალი შესაძლებლობების შესახებ ისაუბრა.

"რომასთვის წინა წლების სეზონი ფანტასტიკური იყო, თუმცა გუნდმა მნიშვნელოვანი მოთამაშეები გაკარგა. მათ ნაცვლად კარგი ფეხბურთელები მოვიდნენ, რომლებსაც შეთამაშებისთვის დრო სჭირდებოდათ".

"როცა  "რომას" მწვრთნელი გავხდი, გუნდს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და არა ფიზიკური, რადგან დი ფრანჩესკომ საკუთარი სამუშაო შესანიშნავად შეასრულა".

"არ ვფიქრობ, რომ "რომა" ჩემპიონთა ლიგაზე მალევე დაბრუნდება. გუნდი უფრო სტაბილური უნდა გახდეს, შემდეგ კი ამ ტურნირზე ფიქრიც შეიძლება", - რანიერის სიტყვებს Sky Sport Italia ციტირებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორია: "ქეცბაიამ თავისი გეგმა გამანდო"

დაგვიმეგობრდით