კავანი: "აქედან წასვლა არ მსურს"

9-08-2019, 18:42

"პარი სენ-ჟერმენის" ურუგვაელმა ფორვარდმა ედინსონ კავანიმ მედიის წარმომადგენლებთან გუნდის სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

"აქ გულშემატკივრებთან განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს. ეს არის ის, რაც მუდმივად დაგრჩება".

"მინდა, ჩემ კონტრაქტს პატივი ვცე და ბოლომდე დავასრულო. დანარჩენს კი შემდგომ ვნახავთ".

"სიმართლე გითხრათ, გუნდის დატოვება არ მსურს. აქ თავს კარგად ვგრძნობ, თუმცა ფეხბურთში ყველაფერი მხოლოდ ფეხბურთელზე დამოკიდებული არ არის", - განუცხადა კავანიმ Canal +-ს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით