სანჩო: "მომავალ სეზონში ჩვენი მიზნები შეიცვლება"

19-05-2019, 19:29

"ბორუსიას" შემტევმა ჯეიდონ სანჩომ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განვლილი სეზონი შეაჯამა და მომავალი სეზონის გეგმებზე ისაუბრა.

"გასული სეზონით კმაყოფილი ვარ. სეზონის სტარტზე შემადგენლობაში ხშირად ვერ ვხვდებოდი, შემდეგ კი მეტი დრო მივიღე. გუნდი დამეხმარა, მწვრთნელი მენდობოდა, ყველაფრისთვის მადლობელი ვარ".

"მომავალ სეზონში ჩვენი მიზანი მოგება იქნება და არა მეორე ადგილზე გასვლა",- ციტირებს სანჩოს სიტყვებს Goal-ი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით