სილვინიო "ლიონის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა !

19-05-2019, 23:20

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ლონდონის "არსენალისა" და "მანჩესტერ სიტის" ყოფილი ცენტრალური მცველი, ბრაზილიელი სპეციალისტი, სილვინიო ახალ კლუბში მიდის.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზემოთ ხსენებული თავკაცი, "ოლიმპიკ ლიონს" ჩაიბარებს, რომლის ხელმძღვანელმა, ბრუნო ჟენესიომ, გუნდის დატოვების გადაწყვეტილება, მარტში გაასაჯაროვა.

ცნობების მიხედვით, ფრანგების წარმომადგენლებში კიდევ ერთი ცვლილება იგეგმება ჟუნინიოს სახით, რომელიც დიდი ალბათობით, სპორტული დირექტორის ადგილს დაიკავებს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულ სპეციალისტს, საკლუბო დონეზე ამჟამად მთავარი მწვრთნელობის გამოცდილება, არ გააჩნია.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით