პეპ გვარდიოლა: "ვინსენტ კომპანის შეცვლა შეუძლებლებელია"

19-05-2019, 23:24

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი, ესპანელი სპეციალისტი, პეპ გვარდიოლა, კლუბის ყოფილ კაპიტანსა და ცენტრალურ მცველზე, ბელგიელ ვინსენტ კომპანიზე საუბრობს:

"წარმოუდგენელია ისეთი მოთამაშის შეცვლა, როგორიც ვინსენტია, ის ნამდვილი პროფესიონალის განსახიერებაა, რომელიც ბოლო 10 წლის განმავლობაში, გუნდის სახეს წარმოადგენდა."

"ტრავმების მიუხედავად, კომპანი გასახდელის განუყრელი ნაწილი იყო და თითოეულ ახალბედას, ინგლისთან ადაპტაციაში ეხმარებოდა, მის გარეშე, ძალიან გაგვიჭირდება."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა 34 წლის ფეხბურთელმა, "ქალაქელთა" დატოვების გადაწყვეტილება, 18 მაისს გაასაჯაროვა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორია: "ქეცბაიამ თავისი გეგმა გამანდო"

დაგვიმეგობრდით