რობერტო მარტინესი: "ვინსენტ კომპანის "მანჩესტერ სიტის" დატოვების მიუხედავად, ბელგიის ნაკრებში დიდი სიამოვნებით მივიღებთ"

20-05-2019, 11:35

ბელგიის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ესპანელი სპეციალისტი, რობერტო მარტინესი, "მანჩესტერ სიტის" ყოფილ კაპიტანსა და ცენტრალურ მცველზე, ვინსენტ კომპანიზე საუბრობს:

"დიახ, სამწუხაროა ვინსენტის მიერ ინგლისის დატოვების ფაქტი, თუმცა ერთი რამ არ უნდა დაგვავიწყდეს, მას კარიერა ჯერაც არ დაუსრულებია, ის უბრალოდ სამშობლოში დაბრუნდა."

"მისი დონის და ინტელექტის მქონე ფეხბურთელს, ჩვენს შემადგნელობაში ყოველთვის დიდი სიამოვნებით მივიღებთ, ამიტომაც ვნახოთ მომავალში რა მოხდება."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა 34 წლის ფეხბურთელმა, "ქალაქელთა" დატოვების გადაწყვეტილება, 18 მაისს გაასაჯაროვა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კვირკველიას სატრანსფერო ფასი გაიზარდა

დაგვიმეგობრდით