კიკე სეტიენი "რეალ ბეტისს" ტოვებს !

20-05-2019, 12:08

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, სევილიური "რეალ ბეტისის" მთავარი მწვრთნელი, ესპანელი კიკე სეტიენი, მის კლუბს ტოვებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 60 წლის სპეციალისტმა, 2 წლის შემდეგ, "ლოს ვერდიბლანკოს" ჩამოცილების გადაწყვეტილება, არასტაბილური სეზონის შემდეგ, თავად მიიღო.

ცნობების მიხედვით, ზემოთ ხსენებული თავკაცის გადაბირებით ყველაზე მეტად, კატალონიის "ბარსელონაა" დაინტერესებული, რომელიც ერნესტო ვალვერდეს მუშაობით, "ლივერპულთან" კატასტროფული მატჩის გამო, კმაყოფილი არაა.

შეგახსენებთ, რომ სეტიენი პირველი მთავარი მწვრთნელი გახდა 2005/06 წლების შემდეგ, რომელმაც როგორც "კამპ ნოუზე", ასევე "სანტიაგო ბერნაბეუზე" მოახერხა გამარჯვება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კვირკველიას სატრანსფერო ფასი გაიზარდა

დაგვიმეგობრდით