მბაპე: "ახალი ცხოვრების დროა"

20-05-2019, 11:27

"პარი სენ-ჟერმენის" ახალგაზრდა თავდამსხმელმა კილიან მბაპემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას საკმად ხმაურიანი განცხადება გააკეთა, რომლის მიხედვითაც, არაა გამორიცხული გუნდი დატოვოს.

"პსჟ"-ში ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, ჩემთვის ეს გუნდი ძალიან ბევრს ნიშნავს, აქ მოვედი ჩემი კარიერის მეორე მომენტში და ალბათ ახლა უფრო მეტი პასუხისმგებლობის დროა, პსჟ-ში ან სხვა კლუბთან ერთად", - თქვა მბაპემ.

ეს განცხადება რა თქმა უნდა, მიანიშნებს იმაზე, რომ კილიანმა შესაძლოა ზაფხულში გუნდი გამოიცვალოს.

შეგახსენებთ, რომ მბაპე პსჟ-ს 2017 წლის ზაფხულში „მონაკოდან“ შეუერთდა და დღემდე ჩატარებულ 86 თამაშში 59 გოლი გაიტანა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით