"ბარსელონას" დე ლიხის ტრანსფერი ჩაეშლება

20-05-2019, 14:31

როგორც გავლენიანი გამოცემა ESPN-ი იტყობინება,  ამსტერდამის "აიაქსის" კაპიტნის მატის დე ლიხტის "ბარსელონაში" ტრანსფერი შესაძლოა ჩაიშალოს.

წყაროს ცნობით, ამის მიზეზი სხვა გუნდების დიდი ინტერესი და მაღალი ფინანსური მოთხოვნებია

ასევე, დე ლიხტის აგენტი მინო რაიოლა ცდილობს სხვა კლუბების ინტერესი გამოიყენოს, ამასთან ფეხბურთელის საოცარი თამაში მიმდინარე სეზონში და ამის ხარჯზე კატალონიური გრანდის ფინანსური წინადადება მაქსიმალურად გაზარდოს.

თუმცა, ცნობილია, რომ "ბარსას" პირველი წინადადების გაუმჯობესება არ შეუძლია და ამიტომ, არაა გამორიცხული გარიგება ჩაიშალოს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კვირკველიას სატრანსფერო ფასი გაიზარდა

დაგვიმეგობრდით