"ნაპოლი" კულიბალის გაშვებას არ აპირებს

20-05-2019, 23:15

როგორც ჩანს, იტალიური "ნაპოლი" გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, კალიდუ კულიბალის გაყიდვას არ გეგმავს.

იტალიური გამოცემა Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მანჩესტერ "იუნაიტედმა" ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ სარეკორდო თანხა, 110 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა, უარი მიიღო.

წყაროს ცნობით, ნეაპოლური კლუბი კულიბალის მხოლოდ იმ შემთხვევაში გაყიდის, თუ მის გამოსასყიდ თანხას, 150 მილიონ ევროს გადაიხდიან.

შეგახსენებთ, რომ სენეგალელი ცენტრალური მცველი "იუნაიტედის" გარდა ასევე "ჩელსისა" და სხვა ევროპული გრანდების ყურადღების ქვეშაა მოქცეული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორია: "ქეცბაიამ თავისი გეგმა გამანდო"

დაგვიმეგობრდით