"ტოტენჰემი" ტანგაი ნდომბელეს ტრანსფერს უახლოვდება !

20-05-2019, 23:30

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ლონდონის "ტოტენჰემი", "ოლიმპიკ ლიონის" ფრანგი ნახევარმცველის, ტანგაი ნდომბელეს ტრანსფერს უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინგლისელები 22 წლის ფეხბურთელს, ბელგიელი მუსა დემბელეს შემცვლელად მოიაზრებენ, რომელმაც გუნდი, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვა და ჩინეთში გადაბარგდა.

ცნობების მიხედვით, არგენტინელი სპეციალისტი, მაურისიო პოჩეტინო, მზადაა ნდომბელეს სანაცვლოდ, 50 მილიონი გირვანქა გაიმეტოს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის გადაბირებისთვის, ლონდონელებთან ერთად, "მანჩესტერ იუნაიტედიც" იბრძოლებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით