მბაპე მესის: "წინ კიდევ 90 წუთი მაქვს"

20-05-2019, 23:31

ლიგა 1-ის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს მიღების შემდეგ, "პსჟს" ლიდერმა, კილიან მბაპემ ოქროს ბუცის თემაზე იხუმრა.

"მე კვლავ ვგეგმავ ოქროს ბუცის მოგებას. გასულ კვირაში "ბარსელონას" თამაშს ვუყურებდი, თუმცა, მას შემდეგ რაც მესიმ დუბლი შეასრულა, გამოვრთე ტელევიზორი და დავიძინე."

"წინ ჯერ კიდევ მაქვს 90 წუთი, არავინ იცის რა მოხდება." - განაცხადა ფრანგმა.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად მბაპეს 32 გოლი აქვს ლიგა 1-ში გატანილი და 4 გოლით ჩამორჩება ევროპის საუკეთესო ბომბარდის, ლეო მესის. ახალგაზრდა ფორვარდი კი ბოლო ტურში "რეიმსის" წინააღმდეგ ითამაშებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კვირკველიას სატრანსფერო ფასი გაიზარდა

დაგვიმეგობრდით