პეპ გვარდიოლამ ახალი სამიზნე ამოარჩია !

20-05-2019, 23:34

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, "მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, ესპანელმა პეპ გვარდიოლამ, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში მისი მთავარი სამიზნე, უკვე ამოარჩია.

ახალი არაა ის ფაქტი, რომ "ქალაქელთა" რიგები, 11 წლის შემდეგ, ლეგენდარულმა კაპიტანმა და ცენტრალურმა მცველმა, ვინსენტ კომპანიმ დატოვა, რომელიც მის სამშობლოს დაუბრუნდა.

სწორედ ამის საპასუხოდ, სპეციალისტის დღის წესრიგში, დაცვაში გაჩენილი ხვრელის ამოვსება გაჩნდა, რომელსაც ის "ლესტერის" მცველით, ჰარი მაგუაიერით გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის ტრანსფერისთვის "სიტისთან" ერთად, "მანჩესტერ იუნაიტედიც" იბრძოლებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით