კაჩი-კოში გაფორმებულია, 2 გამარჯვება ოძეკობამდე

20-05-2019, 23:41

დღეს იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ნაცუ ბაშოს მეცხრე საბრძოლო დღე გაიმართა.

ლევან გორგაძე დღეს იაპონელ ოძეკ ტაკაკეიშოს უნდა შეხვედროდა, თუმცა, 22 წლის სუმოისტი ტრავმის გამო ბაშოს გამოეთიშა და შესაბამისად, ქართველ კომუსუბის პირდაპირ მოგება ჩაეწერა.

ამ გამარჯვების წყალობით ტოჩინოშინმა კაჩი-კოში, ანუ დადებითი ბალანსი უკვე გაიფორმა. მას 8 მოგების წილ 1 მარცხი აქვს განცდილი და ოძეკის ტიტულის დაბრუნებამდე მხოლოდ 2 გამარჯვება აკლია.

მიმდინარე ბაშოს ამ მომენტისთვის სამი ლიდერი ჰყავს. ტოჩინოშინის გარდა მხოლოდ ერთი მარცხი აქვთ განცდილი მე-8 მაეგაშირა ასანოიამასა და მონღოლ იოკოძუნა კაკურიოს.

ხვალ ლევანი კომუსუბი მიტაკეუმის შეხვდება, რომელსაც 6:3-ზე აქვს ბალანსი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კვირკველიას სატრანსფერო ფასი გაიზარდა

დაგვიმეგობრდით