ერნესტო ვალვერდე: "ანტუან გრიზმანთან კონტაქტს ვაწარმოებთ"

21-05-2019, 12:35

კატალონიის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, ესპანელი სპეციალისტი, ერნესტო ვალვერდე, მადრიდის "ატლეტიკოს" ფრანგი თავდამსხმელის, ანტუან გრიზმანის შესაძლო ტრანსფერზე საუბრობს:

"დიახ, მოთამაშესთან და მის აგენტთან კონტაქტს ვაწარმოებთ, მაგრამ ამ ეტაპზე ეს არაფერს ნიშნავს, სეზონი ჯერაც არ დასრულებულა და წინ "კოპა დელ რეის" ფინალი გველოდება."

"გრიზმანის გადმობირებაზე ამჟამად არ უნდა ვიდარდოთ, ჩვენი მთავარი სამიზნე, ახლა მე-2 ტიტულის მოპოვებაა."

შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზემოთ ხსენებული 28 წლის შემტევის ტრანსფერი, სწორედ "სამეფო თასის" ფინალური დაპირისპირების შემდეგ გასაჯაროვდება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორია: "ქეცბაიამ თავისი გეგმა გამანდო"

დაგვიმეგობრდით