მემფის დეპაი "ლივერპულში" შენიშნეს

21-05-2019, 19:36

ბოლო დროს პრესაში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ "ლივერპული" "ლიონის" ჰოლანდიელი შემტევის, მემფის დეპაის შეძენით დაინტერესდა.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 25 წლის ფეხბურთელი ლივერპულში შენიშნეს.

როგორც ცნობილია, თავად მემფის დეპაისაც სურს "მერსესაიდულ" კლუბს ასპარეზობა და იურგენ კლოპი მას სწორედ, რობერტო ფირმინოს ალტერნატივად განიხილავს.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ფრანგული კლუბის მაისურით 46 შეხვედრა ჩაატარა, სადაც თავის გამოჩენა 12 გატანილი გოლით და 10 საგოლე გადაცემით მოახერხა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით