შევჩეკო: "იმედი მაქვს ეს გუნდი საკუთარ ადგილს დაიბრუნებს"

19-10-2019, 15:16

უკრაინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანდრე შევჩენკომ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას იტალიური "მილანის" მიმდინარე სეზონი შეაფასა და ყოფილ კლუბს წარმატებები უსურვა.

"ამ გუნდს დღესაც მთელი გულით ვგულშემატკივრობ და იმედი მაქვს, რომ "მილანი" ჩემპიონთა ლიგაზე გავა".

"ვისურვებდი თუ არა "როსონერიში" მუშაობას? ეს არის კლუბი, რომელშიც დიდ წარმატებას მივაღწიე. შესაძლოა, ერთ დღეს "მილანი" ჩავიბარო - ვინ იცის? თუმცა, ახლა მხოლოდ უკრაინის ეროვნულ ნაკრებზე ვარ კონცენტრირებული", - აღნიშნა შევჩენკომ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით