ხავი: "ბარსას" ფანბს სანერვიულო არ აქვთ"

21-05-2019, 18:49

ლეგენდარულმა  ესპანელმა ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესმა ჟურნალისტებთან საუბრისას კატალონიის "ბარსელონაში" პეპ გვარდიოლას ეპოქას გაიხსენა.

"პეპის "ბარსელონა" სხვა გუნდებზე ძლიერი იყო, თუმცა ჩვენ 4 შესაძლებლობიდან ჩემპიონთა ლიგა 2-ჯერ მოვიგეთ. ერთხელ "ჩელსიმ" გამოგვაგდო, ერთხელ - "ინტერმა".

"ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან რთულია, თუმცა "ბარსელონას" ფანები მშვიდად უნდა იყვნენ, რადგან მესის ჯერ არაფერი არ დაუმთავრებია. ბევრს საუბრობენ იმაზე, რა იქნება მესის შემდეგ, მაგრამ ლეოს ჯერ კიდევ 3-4 სეზონის უმაღლეს დონეზე თამაში შეუძლია. ის ყველაფერში პირველია", - განაცხადა ხავიმ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით