ბეილი: "ჩვენ რობოტები ვართ"

21-05-2019, 21:19

მადრიდის "რეალის" შემტევმა გარეთ ბეილი ჟურნალისტებს ფეხბურთელის პროფესიის სესახებ გაესაუბრა.

"კარიერის დასასრული? - ეს ყველას ცხოვრებაში გარდამტეხი რგოლია. როდესაც კარიერას ასრულებ, პირად ცხოვრებას იბრუნებ უკან, რადგან პროფესიონალი სპორტსმენი, განსაკუთრებით კი გუნდურ სახეობაში დღის განრიგს თავად ვერ ირჩევს".

"შეიძლება ითქვას, რომ ფეხბურთელები რობოტები ვართ. ჩვენ გვეუბნებიან სად უნდა ვიყოთ, როდის უნდა ვჭამოთ და როდის დავიწოთ ვარჯიში. სწორედ ამიტომ ვკარგავთ პირად ცხოვრებას".

"ყველაფრის მიუხედავად, ვფიქრობ, რომ ფეხბურთელის კარიერა ხანმოკლეა და შესაძლებელია ამ პერიოდში თავის გადადება. ზოგიერთი ჩემსავით ფიქრობს, ხოლო არიან ისეთებიც, რომლებიც არ დამეთანხმება", - აღნიშნა უელსელმა ფეხბურთელმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით