ოლივიე ჟირუმ ლონდონის "ჩელსისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა !

21-05-2019, 23:17

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ლონდონის "ჩელსის" ფრანგმა თავდამსხმელმა, ოლივიე ჟირუმ, კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 32 წლის ფეხბურთელს, 1 წლიანი ხელშეკრულება გაუფორმეს, რადგანაც ინგლისური გუნდის სატრანსფერო პოლიტიკა, 30 წელს გადაცილებული მოთამაშეებისთვის კონტრაქტის მეტი დროით შეთავაზებას, არ ცნობს.

ჟირუს დარჩენა დიდი ალბათობით "არისტოკრატების" დისკვალიფიკაციას უნდა "დავაბრალოთ". რომლის მიხედვითაც ისინი მომავალი 2 ფანჯრის განმავლობაში, ტრანასფერის განხორციელებას ვერ მოახერხებენ.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა შემტევმა, "ჩელსიში" ჩატარებულ 62 შეხვედრაში, ჯერ-ჯერობით მხოლოდ 17 გოლის გატანა მოახერხა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კვირკველიას სატრანსფერო ფასი გაიზარდა

დაგვიმეგობრდით