რობერტო ფირმინიო ვარჯიშებს დაუბრუნდა !

21-05-2019, 23:21

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მერსესაიდული "ლივერპულის" ბრაზილიელმა თავდამსხმელმა, რობერტო ფირმინომ, გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 27 წლის შემტევმა, კუნთის დაჭიმულობის მოშუშება ბოლომდე მოახერხა და შესაბამისად, ამ პერიოდის განმავლობაში, "მელვუდზე" პირველი სრულყოფილი სესია ჩაატარა.

ცნობების მიხედვით, ფირმინო მიუხედავად ამისა, კვლავ სამედიცინო ჯგუფის თვალყურის ქვეშ იმყოფება, რადგანაც დაზიანებამ, რეგრესი არ განიცადოს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა ფეხბურთელმა მისი უკანასკნელი მატჩი, 1 მაისს, კატალონიის "ბარსელონას" წინააღმდეგ ჩაატარა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით