ჯორდან ჰენდერსონი: "დივოკ ორიჯის მე-2 გოლის დროს, მეტოქის კარს არც კი ვუყურებდი"

21-05-2019, 23:26

მერსესაიდული "ლივერპულის" ინგლისელი კაპიტანი და ნახევარმცველი, ჯორდან ჰენდერსონი, კატალონიის "ბარსელონას" წინააღმდეგ გამართულ განმეორებით შეხვედრაზე საუბრობს:

"მე-4 გოლის დროს, მეტოქის კარს არც კი ვუყურებდი, ვფიქრობ კუთხურის ჩაწოდებისთვის ვემზადებოდი და შესაბამისად, მოთამაშეების ორგანიზირებას ვახდენდი."

"მოულოდნელად გულშემატკივრების გაოგნებული ხმა მომესმა, გავიხედე და ბურთი უკვე ბადეში იყო, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა და დივოკ ორიჯიმ, ნამდვილი საოცრება ჩაიდინეს."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული გუნდი, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ლონდონის "ტოტენჰემს" დაუპირისპირდება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით