რამონ კალდერონი: "გარეთ ბეილის მდგომარეობა საპნის ოპერას წააგავს"

21-05-2019, 23:36

მადრიდის "რეალის" ყოფილი ესპანელი პრეზიდენტი, რამონ კალდერონი, კლუბის უელსელ თავდამსხმელზე, გარეთ ბეილზე საუბრობს:

"არავინ იცის ეს საგა, რომელიც უფრო საპნის ოპერას წააგავს როგორ დასრულდება, რადგანაც გუნდის ხელმძღვანელებსა და ზინედინ ზიდანს, სხვაგვარი აზრები აქვთ."

"ფლორენტინო პერესი დათმობაზე უნდა წავიდეს, მისი სიჯიუტის გამო, ერთი წლის წინ კრიშტიანუ რონალდუმ და ფრანგმა სპეციალისტმა დაგვტოვეს, ასეთი კატასტროფა აღარ უნდა განმეორდეს."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული 29 წლის მოთამაშის გადაბირებით ყველაზე მეტად, "მანჩესტერ იუნაიტედია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით