რონალდუმ კლუბს სასურველი მწვრთნელი შესთავაზა

22-05-2019, 10:29

იტალიურ პრესაში  გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კრიშტიანუ რონალდუმ ტურინის "იუვენტუსს" სასურველი მწვრთნელის მოყვანა სთხოვა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პორტუგალიელმა ვარსკვლავმა, "ბებერი სინიორას" ბოსებს კლუბში, მისი თანამემამულის, ჟოზე მოურინიოს დანიშვნა შესთავაზა.

ამ დროისთვის უცნობია თუ რას იზავენ "იუვენტუსის" მესვეურები, რადგან მათ კლუბში პეპ გვარდიოლას მოყვანა სურთ, რომლის აგენტსაც უკვე დაუკავშირდნენ.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ კრიშტიანუ რონალდუ და ჟოზე მოურინიო ერთად მადრიდის "რეალში" 2010-2013 წლებში მუშაობდნენ.




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კვირკველიას სატრანსფერო ფასი გაიზარდა

დაგვიმეგობრდით