ვარანი პოგბასა და აზარის ტრანსფერს არ გამორიცხავს

22-05-2019, 14:41

მადრიდის "რეალის" ცენტრალურმა მცველმა, რაფა ვარანმა განაცხადა, რომ მის კლუბს შესაძლოა პოლ პოგბა და ედენ აზარი შეუერთდნენ.

"მე ვესაუბრე პოლს, თუმცა ვერ გეტყვით, თუ რა მითხრა მან."

"აზარს ძალიან კარგად ვიცნობ "ლენსიდან". ის უმაღლესი დონის ფეხბურთელია, რომელიც საუკეთესო მიზნებისთვის იბრძვის."

"რეალი უდიდესი კლუბია, სადაც ნებისმიერი ფეხბურთელი დიდი სიამოვნებით ითამაშებს. შესაბამისად, ედენისა და პოგბას გადმოსვლას არ გამოვრიცხავ." - აცხადებს რაფა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით