"რეალი" ხმაურიან გაცვლას გეგმავს

22-05-2019, 15:45

მომავალი სატრანსფერო ფანჯრის დროს, მადრიდის "რეალმა" და ლონდონის "ტოტენჰემმა" შესაძლოა ხმაურიანი ტრეიდი შემოგვთავაზონ.

ესპანელი ჟურნალისტის, ედუარდო ინდას ინფორმაციით, "სამეფო კლუბს" კრისტიან ერიქსენის დამატება სურს. სანაცვლოდ კი მზადაა, რომ გარეთ ბეილი დათმოს.

წყაროს ცნობით, მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და საჭიროების შემთხვევაში მადრიდელებმა შესაძლოა გარკვეული თანხაც დაამატონ.

შეგახსენებთ, რომ ბოლოდროინდელი ცნობებით ფლორენტინო პერესს უელსელი გარემარბის "მოშორება" მკაცრად აქვს გადაწყვეტილი და დაინტერესების შემთხვევაშ მზადაა, ის კატალონიის "ბარსელონასაც" კი მიჰყიდოს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით