მარკ-ანდრე ტერ შტეგენი "კოპა დელ რეის" ფინალს გამოტოვებს !

22-05-2019, 20:19

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, კატალონიის "ბარსელონას" გერმანელი გოლკიპერი, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ტრავმირებულია.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 27 წლის მეკარემ, დაზიანება სავარჯიშო სესიაზე მიიღო, მას მარჯვენა მუხლში დისკომფორტი აქვს, რის გამოც დიდი ალბათობით "კოპა დელ რეის" ფინალს გამოტოვებს.

ცნობების მიხედვით, კლუბმა გადაწყვეტილება მისი უთამაშებლობის შესახებ უკვე მიიღო, რის შედეგადაც "სამეფო თასის" ფინალურ შეხვედრაში მონაწილეობას, იასპერ სილესენი მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, 25 მაისს, თბილისის დროით 22:45 წუთზე გაიმართება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩაკვეტაძე: "გენტი" 25 მილიონად გამყიდის"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით