ვილი კაბალიერომ "ჩელსისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა !

22-05-2019, 20:54

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ლონდონის "ჩელსის" არგენტინელმა გოლკიპერმა, ვილი კაბალიერომ, კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 37 წლის მეკარემ, ახალი 1 წლიანი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიხედვითაც მისი კვირეული ანაზღაურება, 75 000 გირვანქა იქნება.

მიუხედავად ახალი კონტრაქტისა, ზემოთ ხსენებული მოთამაშე, მომდევნო სეზონშიც დიდი ალბათობით, კეპა არიზაბალაგას შემცვლელის როლს შეასრულებს.

შეგახსენებთ, რომ კაბალიერო "არისტოკრატების" რიგებში, 2017 წელს, "მანჩესტერ სიტიდან", უფასო ტრანსფერით გადაბარგდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორია: "ქეცბაიამ თავისი გეგმა გამანდო"

დაგვიმეგობრდით