დიეგო სიმეონე: "ატლეტიკოს" დატოვებას არ ვგეგმავ"

22-05-2019, 21:44

მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელი, არგენტინელი დიეგო სიმეონე, მის მომავალზე საუბრობს:

"მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო სეზონში, არაერთი გამოცდილი მოთამაშე კლუბს დატოვებს, თავად იგივეს გაკეთების სურვილი ნამდვილად არ მაქვს."

"აგვისტომდე უამრავი, ენთუზიაზმით აღსავსე ფეხბურთელი დაგვემატება, რომლებიც მზად იქნებიან ჩვენთან ერთად დიდ წარმატებას მიაღწიონ, ამიტომაც "ატლეტიკოს" ჩამოწერა, ჯერ-ჯერობით ნაადრევია."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული სპეციალისტის გადაბირებით ყველაზე მეტად, მილანის "ინტერია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორია: "ქეცბაიამ თავისი გეგმა გამანდო"

დაგვიმეგობრდით