კრისტიან პულისიჩი: "ედენ აზართან შედარებები ჩემთვის დიდი პატივია"

22-05-2019, 23:41

ლონდონის "ჩელსის" ახალწვეული, ამერიკელი თავდამსხმელი, კრისტიან პულისიჩი, მის ახალ კლუბზე საუბრობს:

"ედენის აზარის მსგავსად, მეც მუდმივად შეტევაზე მაქვს აქცენტი და ყოველთვის გოლის გატანა ან საგოლე გადაცემის გაკეთება მსურს."

"რა თქმა უნდა მთავარი მიზანი, იმ დონემდე მისვლაა, რომელზეც ახლა ბელგიელი იმყოფება, თუმცა კარიერის ამ ეტაპზე, მასთან შედარებებიც კი, ჩემთვის დიდი პატივია."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული 20 წლის შემტევი, "არისტოკრატების" რიგებში, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, 50 მილიონი გირვანქას სანაცვლოდ გადაბარგდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით