"დორტმუნდის ბორუსიამ" იულიან ბრანდტი შეიძინა !

23-05-2019, 11:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწება, "დორტმუნდის ბორუსიამ", "ბაიერ ლევერკუზენის" გერმანელი თავდამსხმელის, იულიან ბრანდტის ტრანსფერი დაასრულა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბორუსიელებმა 20 წლის შემტევის გამოსასყიდი თანხა სრულად გადაიხედეს, რაც დაახლოებით 21.5 მილიონ ევროს შეადგენდა.

ბრანდტი ბოლო 24 საათში, მე-2 მოთამაშეა ვისი შეძენაც "დორტმუნდმა" მოახერხა, რადგანაც მათ სულ ცოტა ხნის წინ, ბელგიელი თორგან აზარის ტრანსფერიც გააოფიციალურეს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა ფეხბურთელმა, მიმდინარე სეზონის ბუნდესლიგაში ჩატარებულ 33 შეხვედრაში, 7 გოლის გატანა და 11 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით