ოლივერ კანი: "ნიკო კოვაჩს პირველი სეზონისთვის ცუდი შედეგი არ ჰქონია"

23-05-2019, 12:35

მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდარული გერმანელი კაპიტანი და გოლკიპერი, ოლივერ კანი, კლუბის მთავარი მწვრთნელის, ნიკო კოვაჩის პირველ სეზონს აფასებს:

"წლევანდელი გათამაშება ფრანკ რიბერისა და არიენ რობენის წასვლისთვის შემზადება იყო, გუნდში თადანათანობით თაობათა ცვლა მიმდინარეობს, ამიტომაც ასეთ არეულ ვითარებაში, ბუნდელისგისა და გერმანიის თასების მოპოვება, ცუდი შედეგი ნამდვილად არაა."

"მთელი სეზონის განმავლობაში, კოვაჩს არაერთ ტრავმასთან და არასტაბილურობასთან მოუწია გამკვლავება, რამაც ვფიქრობ ის უფრო ძლიერი გახადა, პირადად მე, მომავალ სეზონში მასზე დიდ იმედებს ვამყარებ."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა გუნდმა, გერმანიის ჩემპიონატი, ცხრილის სათავეში დაასრულა 78 ქულით.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით