როგორც გავლენიანი ფრანგული გამოცემა L'Equipe იტყობინება, "პარი სენ-ჟერმენმა" ახალგაზრდა თავდამსხმელ კილიან მბაპეს ტრანსფერის თაობაზე 250 მილიონ ევროზე ნაკლებ წინადადებებს არ განიხილავს.
შეგახსენებთ, პარიზელთა შემტევით აქტიურად ინტერესდება "რეალი".
როგორც იწერება, "პსჟ"-ს მბაპესთან განშორება არ სურს და ზემოთნახსენებ თანხაზე ნაკლებ წინადადებებს არ განიხილავს.
გასულ სეზონში მბაპემ 51 მატჩი ჩაატარა, 43 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.