"ინტერს" კონტე ჩაიბარებს

23-05-2019, 10:42

ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Goal-ის ინფორმაციით, მილანის "ინტერს" მომავალი სეზონიდან ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება.

როგორც ცნობილია, "ნერაძურის" საჭეს ზაფხულიდან ლუჩიანო სპალეტის ნაცვლად ანტონიო კონტე ჩაიბარებს.

49 წლის იტალიელი სპეციალისტი უკანასკნელად 2017/18 წლების სეზონში "ჩელსის" წვრთნიდა, მას შემდგომ კი უგუნდოდაა.

წყაროს ცნობით, კონტეს ყოველწლიური შემოსავალი 10 მილიონი ევრო იქნება. გარდა ამისა, მას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს 200 მილიონ ევროს გამოუყოფენ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კვირკველიას სატრანსფერო ფასი გაიზარდა

დაგვიმეგობრდით