"არსენალის" ფანები ირწმუნებიან, რომ აზარი და კანტე სომხები არიან

23-05-2019, 10:54

ევროპის ლიგის ფინალამდე ერთ კვირაზე ნაკლები რჩება და "არსენალის" ფანები ყველანაირი ხერხით ცდილობენ საკუთარი გუნდის დახმარებას.

ამჯერად "მეთოფეებმა" ერთ საკმაოდ სახალისო და ორიგინალურ ხერხს მიაგნეს. მოგეხსენებათ, მძიმე პოლიტიკური ვითარების გამო "არსენალის" სომეხი ფეხბურთელი, მხითარიანი ბაქოში გასამართ მატჩში ვერ ითამაშებს.

ახლა კი, კლუბის გულშემატკვირები ირწმუნებიან, რომ ედენ აზარი და ნგოლო კანტე წარმოშობით სომხები არიან. აღნიშნულ თემაზე სოციალურ ქსელში უკვე არაერთმა "მეთოფემ" იხუმრა.

შეგახსენებთ, რომ "ჩელსისა" და "არსენალს" შორის ევროპა ლიგის ფინალი 29 მაისს გაიმართება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით