ოფიციალურად: "ატლეტიკოს" მცველმა კლუბი დატოვა

23-05-2019, 14:17

"ატლეტიკოს" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ესპანელმა მცველმა ხუანფრანმა მადრიდის კლუბი დატოვა.

ჯერჯერობით უცნობია თუ სად გააგრძელებს კარიერას 34 წლის მცველი.

მოგახსენებთ, ხუანფრანი მადრიდის "რეალის" აკადემიის აღზრდილია და პირველ გუნდში 2003-05 წლებში გამოდიოდა. 2005/06 წლების სეზონში ესპანელი "სამეფო კლუბმა" "ესპანიოლში" გაანათხოვრა და იჯარის დასრულების შემდეგ "ოსასუნამ" მცველი "ოსასუნამ" დაიმატა.

"ატლეტიკოში" ხუანფრანი 2011 წელს გადავიდა და მას შემდეგ ჩატარებულ 355 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 41 საგოლე გადაცემა შეასრულა.

"ატლეტიკოს" მაისურით ხუანფრანმა ლა ლიგა 2013/14 წლების სეზონში მოიგო, ასევე ევროპა ლიგა - 2011/12 და 2017/18 წლებში.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორია: "ქეცბაიამ თავისი გეგმა გამანდო"

დაგვიმეგობრდით