"სიტი" გვარდიოლას წასვლის საშუალებას არ მისცემს

23-05-2019, 17:07

დღეს, იტალიურმა სააგენტო AGI-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ტურინელები გვარდიოლას 14 ივნისს ახალი მთავარი მწრთვნელის სტატუსით წარადგენენ, მაგრამ "მანჩესტერ სიტიმ" უარყო გავრცელებული ცნობა.

Sky Sport-თან საუბარში ინგლისური გუნდის ადვოკატი ალბერტო გალასი ამ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ესპანელი ინგლისში რჩება.

"პეპი ჩვენი მწვრთნელია. "იუვენტუსთან" დაკავშირებული ინფორმაცია ტყულია".

"ასეთი საკითხი არ არსებობს. ინფორმაცია კი, რომელიც გავრცელდა უსაფუძვლოა. პაველ ნედვედს დიდი ხანია ვიცნობ და ხანდახან მესიჯებს ვწერთ ერთმანეთს. ჩვენ ამ საკითხზე ბევრი ვიცინეთ", - აღნიშნა გალასიმ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორია: "ქეცბაიამ თავისი გეგმა გამანდო"

დაგვიმეგობრდით