გვარდიოლა: "არსად არ მივდივარ"

26-05-2019, 21:36

ტურინის "იუვენტუსიდან" მასიმო ალეგრის დათხოვნის შემდეგ ევროპული გამოცემები ვარაუდობდნენ, რომ მის ადგილს პეპ გვარდიოლა დაიკავებდა.

თუმცა, თავად ესპანელი სპეციალისტის განცხადებით, ის მანჩესტერული გუნდის დატოვებას არ გეგმავს.

"არ ვიცი, თუ რამდენჯერ უნდა გავიმეორო ერთი და იგივე. მე არ დავტოვებ "სიტის". მე არ წავალ იტალიაში." - აცხადებს პეპი.

აღნიშნული ინფორმაცია "სიტის" უფროსებმაც დაადასტურეს, რომლებმაც განაცხადეს, რომ მსგავსი სახის ცნობები სრული აბსურდია.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით