ნეიმარმა "პარი სენ-ჟერმენი" დატოვა

23-05-2019, 23:15

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" ბრაზილიელი ვარსკვლავი, ნეიმარ ჟუნიორი, კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 27 წლის თავდამსხმელმა, 2019 წლის "კოპა ამერიკისთვის", გუნდის რიგები, მთავარი მწვრთნელის, თომას ტუხელის ნებართვის გარეშე დატოვა და ბრაზილიაში გაემგზავრა.

გერმანული სპეციალისტის განცხადების მიხედვით, ეს გადაწყვეტილება არა მან, არამედ კლუბის ხელმძღვანელობამ მიიღო, რადგანაც მსგავსი რამ, მის კომპეტენციაში არ შედის.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულ ფეხბურთელს ბოლო დროს ყველაზე მეტად, კატალონიის "ბარსელონასთან" აკავშირებენ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით