ოფიციალურად: "ბარსელონამ" ზაფხულის პირველი ტრანსფერი დაადასტურა

23-05-2019, 23:27

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, კატალონიის "ბარსელონამ", ჰოლანდიელი ნახევარმცველის, ფრენკი დე იონგის გადაბირების შემდეგ, კიდევ ერთი ამომავალი ვარსკვლავის შეძენა მოახერხა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეს ფეხბურთელი, 18 წლის შუახაზელი და დე იონგის თანამემამულე, ლუდოვიტო რეისია, რომელიც მიმდინარე სეზონში, "გრონინგენის' რიგებში ასპარეზობდა.

ცნობების მიხედვით, ზემოთ ხსენებული მოთამაშე, დიდი ალბათობით, კონტრაქტის პირველ წელს, "ბარსა ბ-ში" გაატარებს, რათა ესპანურ ფეხბურთთან შეჩვევა მარტივად მოახერხოს.

შეგახსენებთ, რომ რეისის ტრანსფერი, "ბლაუგრანამ" 7 მილიონი ევროს სანაცვლოდ განახორციელა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით