სესარ ასპილიკუეტა: "ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს წინასწარ პროგნოზებს, დიდი ხანია შევეჩვიეთ"

24-05-2019, 11:35

ლონდონის "ჩელსის" კაპიტანი და მარჯვენა მცველი, ესპანელი სესარ ასპილიკუეტა, გუნდის მთავარი მწვრთნელის, იტალიელ მაურისიო სარიზე საუბრობს:

"მედიაში ბოლო დროს მისი მომავლის შესახებ ბევრი იწერება, თუმცა ევროპის ლიგის ფინალში ჩვენს პერფორმანსზე, ეს გავლენას არ იქონიებს."

"მსგავსს წინასწარ პროგნოზებს, თანაც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, დიდი ხანია შევეჩვეით, ამიტომაც ამის გამო კონცენტრაციის დაკარგვა, ლოგიკური ნამდვილად არ იქნება."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულ სპეციალისტს ყველაზე მეტად, იტალიურ "რომასთან" აკავშირებენ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

დაგვიმეგობრდით