ვისენტე დელ ბოსკე: "უმჯობესი იქნება თუ მადრიდის "რეალი", ბავშვის ხასიათების მქონე ნეიმარს, კილიან მბაპეს ამჯობინებს"

24-05-2019, 12:08

მადრიდის "რეალის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ესპანელი სპეციალისტი, ვისენტე დელ ბოსკე, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე საუბრობს:

"ნეიმარი ნამდვილი ბავშვია, რომელიც მოზარდისგან ხასიათებით არ განსხვავდება, "რეალის" დონის გუნდს კი გასახდელში ასეთი ფეხბურთელი ნამდვილად არ სჭირდება."

"უმჯობესი იქნება თუ გუნდის ხელმძღვანელები, ბრაზილიელს, კილიან მბაპეს ამჯობინებენ და მისი გადაბირებისთვის ყველაფერს გააკეთებენ, რადგანაც ფრანგი, მსოფლიო ფეხბურთის მომავალია."

შეგახსენებთ, რომ მედია ბოლო დროს, ზემოთ ხსენებულ ორივე ვარსკვლავს აკავშირებს "ლოს ბლანკოსთან".



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორია: "ქეცბაიამ თავისი გეგმა გამანდო"

დაგვიმეგობრდით