კრისტიან პულისიჩი: "ჯეიდონ სანჩოს შეუძლია მსოფლიოში საუკეთესო გახდეს"

24-05-2019, 12:35

ლონდონის "ჩელსის" ახალწვეული, ამერიკელი თავდამსხმელი, კრისტიან პულისიჩი, მის ყოფილ თანაგუნდელსა და "დორტმუნდის ბორუსიის" ამომავალ ვარსკვლავზე, ჯეიდონ სანჩოზე საუბრობს:

"მისი ნიჭი განუსაზღვრელია და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ მას მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულის მოპოვებაც კი შეუძლია."

"დორტმუნდი" სანჩოს გაყიდვას არავითარ შემთხვევაში არ აპირებს, ასეთი ტალანტი თაობებში ერთხელ ჩნდება, ამიტომაც ჯეიდონის ნებისმიერი თანხის სანაცვლოდ გაშვება, გაუმართლებელი იქნება."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული 20 წლის შემტევი, "არისტოკრატების" რიგებში, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, 50 მილიონი გირვანქას სანაცვლოდ გადაბარდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით